fbpx

მორიგი გამარჯვება და სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი

ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოტანის თაობაზე მიუხედავად პროკურატურის დაჟინებული მოთხოვნისა, დაცვის მხარის უფრო დასაბუთებული პოზიციის გათვალისწინებით,  ორიოდი დღის წინ, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისის საქალაქო სასამარლოში სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა ბრალდებული.

By | 2020-03-13T15:14:12+00:00 მარტი 13th, 2020|სიახლეები|0 Comments

რომელი სადღესასწაულო უქმე დღეებია განსაზღვრული კანონით და თითოეული მათგანის სწორი განმარტება

  ახალი წლის დღეები გართობასთან ერთად დასვენებასთანაც არის დაკავშირებული.  ცნობილია, რომ ახალი  წლის გარდა,  წლის განმავლობაში არსებობს სხვა უქმე (დასვენების)  დღეებიც.  ასეთი დღეები სრულად  არის განსაზღვრული კანონით და შემდეგნაირად სახელდებიან: უქმე დღეებია: ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; გ) 19 იანვარი [...]

By | 2020-01-10T15:17:07+00:00 იანვარი 10th, 2020|ბლოგი|0 Comments

ცნობილმა ნავთობკომპანიამ მიუხედავად მაღალი იმიჯისა პროცესი წაგებით დაასრულა

ცნობილ ორგანიზაციებს და სახელმწიფო დაწესებულებებს თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამო ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ სასამართლოში მათი პოზიცია არის უფრო მყარი, მართლები არიან და პროცესს მოიგებენ. მაგრამ დასაბუთებული სამართლიანი შედავების პირობებში მათთვის პროცესის მოგება არც თუ ისე რთულია. სწორედ ასეთი პოზიცია ეკავა ცნობილ ნავთობკომპანია ფრეგოს, მაგრამ პროცესი წააგო და ზემდგომ სასამართლო ინსტანციაშიც საქმე მის საწინააღმდეგოდ საბოლოოდ დასრულდა.

By | 2020-01-10T15:06:50+00:00 იანვარი 9th, 2020|სიახლეები|0 Comments

ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ დაკარგავთ თანხას. რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

უძრავი ქონების შეძენისას დიდი დაკვირვება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალიც ვნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ. რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართობის შეძენისას? – ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსს“  ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრა: ბინის შეძენისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იურიდიულ მხარეს. უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ოღონდ, [...]

By | 2020-01-22T16:27:05+00:00 დეკემბერი 24th, 2019|ბლოგი|0 Comments

თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მოგებული კიდევ ერთი პროცესი

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ   თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დავაზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, დააკმაყოფილა რამდენიმე პირის სარჩელი და სამინისტროს დააკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები (მოსაჩივრეები) სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის მოგებას თითქმის უიმედოდ უყურებდნენ.  აღნიშნულმა პირებმა გამარჯვება იზეიმეს.

By | 2020-01-10T15:04:23+00:00 დეკემბერი 9th, 2019|სიახლეები|0 Comments

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

კონსტიტუციაში გაწერილია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს წარმომადგენლების (პარლამენტის წევრების, მინისტრების, მერების და სხვა) მეშვეობით.   - რეალურად კი საქართველოში  პირიქით არის, ხელისუფლებები მოდიან და  ძალაუფლებას იძენენ ხალხის მეშვეობით (ხმების ტყუილი დაპირებებით  მიღება) და    თანამდებობებს იყენებენ   პირადი ინეტერესების დასაკმაყოფილებლად, ანუ ხალხი ემსახურება მათ. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პირს დაკავებისთანავე [...]

By | 2019-12-09T14:58:53+00:00 დეკემბერი 9th, 2019|ბლოგი|0 Comments

კვალიფიციური იურისტის დახმარებით დიდი მონსტრის დამარცხებაც შესაძლებელია და ისეთისაც, როგორიც საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკის წინააღმდეგ არსებული დავა მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა და ბანკის წინაშე საკმაოდ დიდი თანხის 114 447 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. საბანკო სფეროში დომინირებული მდგომარეობა არ იძლევა სხვის ხარჯზე გამდიდრების ლეგიტიმურ საფუძველს და ჩვენ არ მივეცით გაბატონებულ ორგანიზაციას პირის დაჩაგვრის და უფლების ბოროტად გამოყენების საშუალება. სასამართლოში მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი წარმოადგენდა.

By | 2020-01-10T15:01:33+00:00 ნოემბერი 5th, 2019|სიახლეები|0 Comments

თავდაცვის სამინისტროსთან წარმატებით დამთავრდა დავა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე

ადამიანის შრომითი უფლებები და შრომის ანაზღაურება ოდითგანვე აქტუალური თემა იყო და დღესაც არის. დღეისათვის საქართველოში შრომის სამართლიანი ანაზღაურებით სამწუხაროდ ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს, ხოლო უმრავლესობას მის სამუშაოსთან შედარებით გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს ან  საერთოდ უმუშევარია. არ მგონია ვინმე არ დამეთანხმოს, რომ რაც გამოიმუშავა თითოეულმა დასაქმებულმა ის მაინც უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ, აგრეთვე ნებისმიერმა არასახელწმიფო დაწესებულებამ. ჩვენი [...]

By | 2019-10-10T19:17:44+00:00 სექტემბერი 30th, 2019|სიახლეები|0 Comments

ფერმერებმა გამარჯვება იზეიმეს, უზენაეს სასამართლოში სასამართლო პროცესი ფერმერთა მოგებით დასრულდა

ერთ-ერთი გახმაურებელი და მაღალი ინტერესის მქონე საქმე სიმინდის სახელმწიფო პროგრამით დაზარალებული ფერმერების დავა იყო სასამართლოში, რომელიც საბოლოოდ ფერმერთა გამარჯვებით დასრულდა.  ვითომდა ფერმერთა  ხელშეწყობის მიზნით მთელი ქვეყნის მაშტაბით განხორციელებულმა პროექტმა ფიასკო განიცადა. სახელმწიფოს წინააღმდეგ რამდენიმე წლიანი სასამართლო დავების შემდეგ ჩვენ  დავამტკიცეთ, რომ სიმინდის მარცვალი უხარისხო იყო და ფერმერთა ნაწილს ზარალი უკვე აუნაზღაურდა. ფერმერთა ინტერესებს ადვოკატი ირაკლი [...]

By | 2019-10-11T14:12:53+00:00 სექტემბერი 27th, 2019|სიახლეები|0 Comments

ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული გლეხები სამართალს დღემდე ეძებენ – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სიმინდის მარცვალი უხარისხო იყო“

27.03.2018 2011 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ სიმინდის ე.წ. ხელშეწყობის პროგრამა წამოიწყო. იმ დროს ითქვა, რომ ამ პროგრამის მიზანი ფერმერების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება იყო. საქართველოში დიდი რაოდენობით ჰიბრიდული სიმინდის მარცვალი შემოიტანეს და მოსახლეობას დაურიგეს. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს სიმინდი გენმოდიფიცირებული და უხარისხო იყო. სამწუხაროდ, ჰიბრიდული სიმინდი მართლაც უხარისხო აღმოჩნდა და მის გამო ათასობით ფერმერი [...]

By | 2019-10-10T15:53:21+00:00 მარტი 27th, 2018|ბლოგი|0 Comments