Loading...
საქმიანობის სფერო 2018-12-27T06:19:02+00:00

ქართულ ბაზარზე მომსახურეობას გაგიწევთ სამართლის არაერთ სფეროში, მათ შორის სახელშეკრულებო, შრომის, სამეწარმეო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კონკურენციის, საბაჟო, საგადასახადო, ინტელექტუალურ და სისხლის სამართალში. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პრობლემის  ანალიზსა და სწორ იდენტიფიცირებას, შემდგომში მისი ეფექტური გადაჭრის გზების ძიებას და დამდგარი პრობლემის კვალიფიციურ გადაჭრას.

სახელშეკრულებო სამართალი: გთავაზობთ უძრავ-მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულებების მომზადებას, კერძოდ, ნასყიდობის, ქირავნობის, იჯარის, სესხის,მომსახურეობის, იპოთეკის, გირავნობის,  ჩუქების, გაცვლის, თხოვების, ნარდობის, დავალების, თავდებობის, საბანკო გარანტიის, ლიზინგის, ფრენშაიზინგის, ნარდობის, კონტოკორენტის და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადებას, აგრეთვე მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას სასამართლოში, არბიტრაჟში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან.

შრომის სამართალი: ჩვენ კარგად ვიცნობთ შრომის სამართალთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც გვაძლევს საშუალებას ეფექტურად გადავწყვიტოთ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ურთულესი საკითხები. ჩვენ გაგიწევთ ეფექტურ სამართლებრივ დახმარებას  დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენასა და სამსახურის დაბრუნებაში, აგრეთვე შრომითი უფლებების დარღვევებიდან გამომდინარე დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენასა და დისკრიმინაციის განმახორციელებელი  პირის მიმართ მორალურიან/დამატერიალური ზიანის(ფულადი თანხის) ანაზღაურების დაკისრებაში.

სამეწარმეო (ბიზნეს) სამართალი: ჩვენ დაგეხმარებით როგორც სამეწარმეო საქმიანობის მიზნიდან და ინტერესიდან  გამომდინარე  საწარმოს სწორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევასა და რეგისტრაციაში, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანოდან გამომდინარე დავების მოგვარებაში, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური საწარმოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, კოოპერატივის,  სამეწარმეო ამხანაგობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციას და მათ შორის არსებული დავების მოგვარებას. ჩვენ დახმარებას გაგიწევთ საწარმოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესებში, რაც გულისხმობს იურიდიული დოკუმენტების მომზადებას და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენას.

უძრავი ქონების რეგისტრაცია: საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები არეგულირებს უძრავი ქონების მიღებასა და რეგისტრაციას სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით, (თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით, მართლზომიერი მფლობელობით, ე.წ ,,ასტუპნიკის“ უფლებით და სხვა მართლზომიერი ფორმით).   ჩვენ დაგეხმარებითუძრავი ქონების  რეგისტრაციაში და ამ მიზნით შესაბამის ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით სწორად შეგირჩევთ რეგისტრაციის პრობლემადქცეულ უძრავი ქონების მიღების ფორმას და გაგიწევთ  წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში.

მემკვიდრეობითი სამართალი:  აღნიშნული სფერო გულისხმობს სამკვიდროს და სადაო სამემკვიდრეო ქონების მიღებას, სამკვიდროს მიღების მიზნით დოკუმენტების შეგროვების პროცესში დახმარებას, წარმომადგენლობას ნოტარიუსთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის პირებთან, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას, სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე წარმომადგენლობას სასამართლოში თუ მედიაციაში.

საოჯახო სამართალი: გთავაზობთ განქორწინების, მშობლის უფლების ჩამორთმევის, საქორწინო კონტრაქტის შედგენის, მეუღლეთა შორის საერთო თუ ინდივიდუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვის, ალიმენტის დაკისრების, შვილების, გაშვილების, სუროგაციის და საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობიდან  წარმოშობილი სხვა პრობლემატური საკითხების მოგვარებას.

ადმინისტრაციული სამართალი და წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში ( ლიცენზიები, ნებართვები, პრივატიზაცია, აუქციონი, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერი): აღნიშნულ სფეროში მომსახურეობა გულისხმობს კლიენტის ინტერესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მიღების და  ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებად სხვა სფეროში ლიცენზიის ან ნებართვის მიღებას, ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზ უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრება. სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უძრავი თუ მოძრავი ქონების გასხვისება/შეძენასთან, აუქციონთან, ტენდერთან  დაკავშირებულ საკითხებზე კლიენტის ინტერესების დაცვას, მართივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას პირის წარმომადგენლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში. აგრეთვე ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  უკანონოდ დარღვეული კლიენტისუფლებების აღდგენას.

   მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკთრების მიწაზე, დაინტერესებულ პირის საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას, მათ შორის: განცხადების შეტანა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების მოძიებას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს მიღებას კლიენტისათვის სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით. წარმომადგენლობას სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. აგრეთვე ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  უკანონოდ დარღვეული კლიენტის უფლებების აღდგენას.

სააღსრულებო სამართალი: გთავაზობთ სააღსრულებო მომსახურებას.  საერთო სასამართოების გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული ორგანოების, ნოტარიუსის, და არბიტრაჟის მიერ მიღებული აღსრულებასდან დაკავშირებული სამართლებრივ დახმარებას. სააღსრულებო წარმოების პროცესში მხარის (კრედიტორის, მოვალის) წარმომადგენლობას აღსრულების დაჩქარების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე დავალიანების შემცირებებთან დაკავშირებით.

სადაზღვევო სამართალი: ჩვენ გვაქვს გამოცდილება სადაზრვევო კომპანიების წინააღმდეგ საქმის მოგების. სადაზღვევო მომსახურეობის სფეროა სადაზღვევო საქმიანობის მონაწილეთა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება. კონსულტაცია სადაზღვევო შემთხვევვის დადგომის შემთხვევაში კლიენტის მიერ განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ სადაზღვევო კომპანიის წინაშე სადაზღვევო თანხის მიღებასთან დაკავშირებული პრობლელემის (დაბრკოლებების)  თავიდან აცილების მიზნით.  ნებაყოფლობითი და სავალდებულო დარღვევასთან დაკავშირებული სადაო საკითხების გადაწყვეტა. სადაზღვევო ხელშეკურულების მომზადება ან არსებული ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი. დაზღვევის სფეროში წარმოშობილ დავებში დაინტერესებული მხარის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი: ინტელექტუალური სამართლის კუთხით გაწეული მომსახურეობა მოიცავს საავტორო უფლებისა და სავაჭრო ნიშნების დაკანონებას, ლიცენზირებას, პატენტებს, დავების წარმართვას და ა. შ. საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან გამომდინარე  შექმნილი ნაწარმოების, შესრულებული კომპოზიციის (სიმღერის) ან თქვენს მიერ რეპროდუცირებული ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების აკრძალვას და დამრღვევისათვის შესაბამისი კომპენსაციის (ზიანის ანაზღაურების) დაკისრებას. საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომხადება (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზი ხელშეკრულებები), ასევე ნაწამოების შექმნის ხელშეკრულება. თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე პატენტის (ასვე უცხოეთში დაპატენტებულ გამოგონებაზე შემოტანილი პატენტის) გაცემასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოში.

საგადასახადო და საბაჟო სამართალი: აღნიშნულ სფეროში მომსახურეობის ძირითადი ნაწილი მოიცავს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის/საურავის გაუქმებასთან დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობას. საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით კონსულტაციას და სამართლებრივ ანალიზს. ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას და წარმომადგენლობას სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. საბაჟო ორგანოებისა და მათი უფლებამოსილი პირების ქმედებათა გასაჩივრება და საბაჟო დავაში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. აგრეთვე საგადასახადო და საბაჟო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის ზედმეტად დარიცხული/გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას და  სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.

სისხლის სამართალი: სისხლის სამართლის მომსახურეობის სფეროა კანონით გათავლისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რომელიც უკავშირდება ბრალდებულის გამართლებას ან  ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ  მისთვის მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელის დანიშვნას  ან/და საპროცესო შეთანხების მიღწევას და გაფორმებას. აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე მხარის ან  სხვა საპროცესო უფლებების მქონე პირის ინტერესების დაცვას.

კორპორატიული მომსახურეობა: დღეს, საშუალო თუ დიდი კომპანიების საქმიანობაში ხშირად ჩნდება იურიდიული საკითხების მოგვარების აუცილებლობა, რომელთა სწორი ანალიზი და დროული მოგვარება კომპანიის საქმიანობის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  გთავაზობთ კომპლექსურ სამართლებრივ მომსახურეობას თქვენი ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად, გაგიწევთ კონსულტაციებს, დაგეხმარებით ეფექტურად მართოთ თქვენი ბიზნეს საქმიანობა, ისარგებლოთ საუკეთესო პირობებით და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სამართლებრივი მომსახურეობა.  სხვადასხვა იურიდიული საკითხის გადასაჭრელად ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ იურიდიული მომსახურება, როგორც ერთჯერადად ისე მრავალჯერადად,   იურისტის შტატში აყვანის გარეშე.

სესხები, კრედიტები, პრესა, მასმედია, გარემოს დაცვა, მძიმე მრეწველობა, ავიაცია და საზღვაო, ფასიანი ქაღალდები, გადახდისუუნარობა და გაკოტრება, კონკურენცია და მონოპოლია, განათლება.

   ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მაღალ ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებულ პროფესიონალიზმს და  კვალიფიციურ კეთილსინდისიერ მომსახურეობას. გვანდეთ თქვენი ინტერესები და მიიღებთ შესაბამის შედეგს. თქვენ მომსახურეობას გაგიწევენ სამართლის თანამედროვე სისტემასა და პრაქტიკაში კარგად გარკვეული კვალიფიციური იურისტი