fbpx

About advokatiirakliutiashvili1956

This author has not yet filled in any details.
So far advokatiirakliutiashvili1956 has created 34 blog entries.

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

კონსტიტუციაში გაწერილია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს წარმომადგენლების (პარლამენტის წევრების, მინისტრების, მერების და სხვა) მეშვეობით.   - რეალურად კი საქართველოში  პირიქით არის, ხელისუფლებები მოდიან და  ძალაუფლებას იძენენ ხალხის მეშვეობით (ხმების ტყუილი დაპირებებით  მიღება) და    თანამდებობებს იყენებენ   პირადი ინეტერესების დასაკმაყოფილებლად, ანუ ხალხი ემსახურება მათ. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პირს დაკავებისთანავე [...]

By | 2019-12-09T14:58:53+00:00 დეკემბერი 9th, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ უნდა დაიცვათ თავი პოლიციელის უკანონო ქმედებისგან, გნებავთ იცოდეთ უფრო მეტი თქვენი უფლებების შესახებ

ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომელი  არღვევს მოქალაქის უფლებებს, აჩერებს ქუჩაში, უნებართვოდ შედის  საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში. ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გირჩევთ: ადამიანის პირადი სივრცე, კომუნიკაცია და ხელშეუხებლობა დაცულია კანონით. არავის არა აქვს უფლება ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს ნებართვის (განჩინების) გარეშე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რაც აგრეთვე,  უნდა დაადასტუროს სასამართლომ.  გადაუდებელი აუცილებლობაც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტს, რაც [...]

By | 2019-12-05T15:13:52+00:00 დეკემბერი 5th, 2019|ბლოგი|0 Comments

ცნობილმა ნავთობკომპანიამ მიუხედავად მაღალი იმიჯისა პროცესი წაგებით დაასრულა

ცნობილ ორგანიზაციებს და სახელმწიფო დაწესებულებებს თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამო ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ სასამართლოში მათი პოზიცია არის უფრო მყარი, მართლები არიან და პროცესს მოიგებენ. მაგრამ დასაბუთებული სამართლიანი შედავების პირობებში მათთვის პროცესის მოგება არც თუ ისე რთულია. სწორედ ასეთი პოზიცია ეკავა ცნობილ ნავთობკომპანია ფრეგოს, მაგრამ პროცესი წააგო და ზემდგომ სასამართლო ინსტანციაშიც საქმე მის საწინააღმდეგოდ საბოლოოდ დასრულდა.

By | 2019-12-05T06:50:44+00:00 დეკემბერი 5th, 2019|სიახლეები|0 Comments

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. საქორწინო ხელშეკრულება.

ქორწინების წარმოშობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ანუ სამოქალაქო რეესტრში. თუ ქორწინება არ არის რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში მეუღლეა უფლება-მოვალეობები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქონებაზე თანასაკუთრება, ქონების გაყოფა და ა.შ, არ წარმოიშობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში არასრულწლოვანის ქორწინება დასაშვებია მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ქორწინება არ დაიშვება თუ [...]

By | 2019-12-04T17:01:38+00:00 ნოემბერი 29th, 2019|ბლოგი|0 Comments

თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მოგებული კიდევ ერთი პროცესი

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ   თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დავაზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, დააკმაყოფილა რამდენიმე პირის სარჩელი და სამინისტროს დააკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები (მოსაჩივრეები) სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის მოგებას თითქმის უიმედოდ უყურებდნენ.  აღნიშნულმა პირებმა გამარჯვება იზეიმეს.

By | 2019-11-13T15:21:03+00:00 ნოემბერი 13th, 2019|სიახლეები|0 Comments

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

საქართველოში განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: „საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი საქართველოში გაორმაგდა. ასეთ დროს უამრავი სადავო საკითხი წარმოიშობა და ეს განსაკუთრებით ეხება ქონებრივ დავებს: როგორ უნდა გაიყოს ქონება, თუ მეუღლეებმა განქორწინება გადაწყვიტეს და რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ მოტყუებული არ დარჩეს? - ამის თაობაზე ჩვენს მკითხველს რამდენიმე რჩევას ადვოკატი, [...]

By | 2019-11-13T14:58:05+00:00 ნოემბერი 3rd, 2019|ბლოგი|0 Comments

კვალიფიციური იურისტის დახმარებით დიდი მონსტრის დამარცხებაც შესაძლებელია და ისეთისაც, როგორიც საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკის წინააღმდეგ არსებული დავა მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა და ბანკის წინაშე საკმაოდ დიდი თანხის 114 447 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. საბანკო სფეროში დომინირებული მდგომარეობა არ იძლევა სხვის ხარჯზე გამდიდრების ლეგიტიმურ საფუძველს და ჩვენ არ მივეცით გაბატონებულ ორგანიზაციას პირის დაჩაგვრის და უფლების ბოროტად გამოყენების საშუალება. სასამართლოში მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი წარმოადგენდა.

By | 2019-11-13T15:05:49+00:00 ოქტომბერი 27th, 2019|სიახლეები|0 Comments

რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

უძრავი ქონების შეძენისას დიდი დაკვირვება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალიც ვნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ. რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართობის შეძენისას? - ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსს“  ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრა: ბინის შეძენისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იურიდიულ მხარეს. უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ოღონდ, [...]

By | 2019-11-13T15:00:07+00:00 ოქტომბერი 20th, 2019|ბლოგი|0 Comments

ფრთხილად – სწრაფი სესხები

"მომხმარებელს 300 ლარის ნაცვლად ხშირად 1800, 2000 ლარის დაბრუნება უწევს" "აიღე 250-დან 3000 ლარამდე სესხი ყველაზე სწრაფად, გადავადების საკომისიოს გარეშე" - ამგვარი შინაარსის სმს-ები ჩვენს ტელეფონში ლამის ყოველდღე ჩნდება. სესხს გვთავაზობენ ინტერნეტით, სოციალური ქსელებით, სწრაფი სესხის შესახებ გვატყობინებენ ვებგვერდები, სადაც ამგვარი განცხადებების ადგილი თითქოს არ არის. ადამიანი, რომელსაც ფული სჭირდება და თანაც, სასწრაფოდ, ამ შემოთავაზებას [...]

By | 2019-11-13T15:01:12+00:00 ოქტომბერი 15th, 2019|ბლოგი|0 Comments

მოგებით დასრულდა საგადასახადო დავა და არაერთი პირი გათავისუფლდა 250 000 ლარის გადახდის ვალდებულებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანად არ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის სარჩელი ათი პირის ერთმანეთის  ცრუმაგიერ (გადასახადის თავის არიდებაზე მოკავშირე) პირად ცნობისა და მათთვის 250 000 ლარის დაკისრების  თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიხიარა მოპასუხე მხარის (ჩვენი) პოზიცია, რომ ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი მაშინ არსებობს, როდესაც პირი გამოყენებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ფაქტობრივად არსებულ ორ ან [...]

By | 2019-11-13T15:03:08+00:00 ოქტომბერი 13th, 2019|სიახლეები|0 Comments