Loading...
ჩვენს შესახებ 2019-07-01T17:13:39+00:00

ჩვენ გვაქვს რთული კატეგორიის საქმეების მოგების  გამოცდილება, რომელთა პრეცენდენტიც სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურეობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია მაღალაკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებული კვალიფიციური  პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება.

გთავაზობთ იურიდიული მომსახურეობის ფართო სპექტრს, რომელიც საზოგადოების პრიორიტიტულ სამართლებრივ საკითხებზეა ორიენტირებული. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს, საქმისადმი თავდადებას,  კლიენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას და  მომსახურეობის მაღალ ხარისხს. მაღალკვალიფიციურ პროფესიულ პრინციპებზე დაყრდნობით,  იურიდიული ეთიკის დაცვით გთავაზობთ იურიდიული ხასიათის საკითხების მოგვარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი დავების წარმართვას საქართველოს და უცხო ქვეყნის სასამართლოებში, ადგილობრივ თუ უცხოურ არბიტრაჟსა და  საერთაშორისო სასამართლოებში.   ვიცავთ კლიენტის ინტერესებს სასამართლოს დარბაზსა თუ მოლაპარაკების მაგიდასთან, სახელმწიფო და კერძო სუბიექტებთან ურთიერთობებში. ვადგენთ კლიენტის ინეტერესებზე ორიენტირებულ კონტრაქტებსა და ბიზნეს გარიგებებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ დაცვას.

 ირაკლი უტიაშვილის

შესახებ

საერთო სამართლის ადვოკატი

ირაკლის პროფესიონალიზმი  რეზონანსული და რთული კატეგორიის საქმეების მოგების პრაქტიკული გამოცდილებით გამოიხატება. იგი მაღალკვალიფიციურ, კეთილსინდისიერ მომსახურება უწევს კლიენტებს და საქმისადმი თავდადებით გამოირჩევა. ირაკლი  სამართლის თანამედროვე სისტემასა და პრაქტიკაში კარგად გარკვეული ახალი თაობის კვალიფიციური იურისტია, რომლის მიერ მოგებული რეზონანსული საქმეები  სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მას გააჩნია პროფესიული კუთხით მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება.