fbpx

მოგებით დასრულდა საგადასახადო დავა და არაერთი პირი გათავისუფლდა 250 000 ლარის გადახდის ვალდებულებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანად არ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის სარჩელი ათი პირის ერთმანეთის  ცრუმაგიერ (გადასახადის თავის არიდებაზე მოკავშირე) პირად ცნობისა და მათთვის 250 000 ლარის დაკისრების  თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიხიარა მოპასუხე მხარის (ჩვენი) პოზიცია, რომ ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი მაშინ არსებობს, როდესაც პირი გამოყენებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს სართო მიზნის მიღწევისკენ, თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღინისძიებისგან თავის არიდებას.

აღნიშნულ საქმეში ათივე პირის  ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი წარმოადგენდა

By | 2019-11-13T15:03:08+00:00 ოქტომბერი 13th, 2019|სიახლეები|0 Comments