fbpx

როგორ დავიცვათ თავი სადაზღვევო კომპანიების ხრიკებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზღვევის სისტემა ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ცდილობს თავი აარიდოს დაკისრებულ მოვალეობებს. რა დაბრკოლებებს აწყდება ჩვენი მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას? - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება: თუ დროულად არ დარეკავთ, დაზღვევის თანხას ვერ მიიღებთ „კანონის მიხედვით სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციარს თანხა მაშინ აუნაზღაუროს, როცა ამის საჭიროება დადგება. [...]

By | 2019-10-10T15:34:33+00:00 აგვისტო 15th, 2019|ბლოგი|0 Comments

ადვოკატის რჩევები: რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ

ალიმენტის დაკისრების დროს ხშირად იჩენს თავს გაუგებრობები, რომლის თაობაზეც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება. - ალიმენტზე საუბრისას ძირითადად მშობლისა და შვილის ურთიერთობას გულისხმობენ, თუმცა ეს გაცილებით ფართო ცნებაა. როგორც წესი, მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე - შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. საერთოდ, ალიმენტის დანიშვნის საჭიროება განქორწინების შემდეგ წამოიქმნება. თანხის [...]

By | 2019-08-01T11:24:47+00:00 აგვისტო 1st, 2019|ბლოგი|0 Comments

რა უნდა იცოდეთ, ვიდრე ლომბარდში თქვენს ქონებას დააგირავებთ

ლომბარდებზე დღეს ათასობით ადამიანია დამოკიდებული. ყველამ ვიცით, რომ მათი მუშაობის პრინციპი მარტივია: თუ ადამიანს ფული სჭირდება და არა აქვს, ლომბარდში ძვირფასეულობას, ან სხვა ღირებულ ნივთს აგირავებს და იხდის ე.წ. პროცენტს, ვიდრე ნასესხებ თანხას უკან არ დააბრუნებს. ეს ერთ-ერთი სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში, თუმცა ამ ბიზნესშიც არის გაურკვევლობები, რომელსაც მხარეები სამართალდამცავ ორგანოებამდე მიჰყავს. რა უნდა ვიცოდეთ, [...]

By | 2019-10-10T14:46:50+00:00 ივლისი 7th, 2019|ბლოგი|0 Comments

არის თუ არა დაცული საავტორო უფლებები საქართველოში?

საავტორო უფლებების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ნებისმიერ ქვეყანაში დიდ როლს ანიჭებენ. საქართველოში საავტორო უფლებების დაცვას არეგულირებს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაშრომზე, რომელიც რაიმე ობიექტური ფორმით არსებობს. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. [...]

By | 2019-10-10T14:47:24+00:00 ივნისი 30th, 2019|ბლოგი|0 Comments

რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

„დაზარალებული ყველაზე ხშირად მანქანის ახალი მეპატრონეა“ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მეორადი ავტომობილის შეძენას ერთი მიზეზის გამო ამჯობინებს - ასეთი ავტომობილი ახალთან შედარებით იაფი ღირს. ბუნებრივია, მეორადი ავტომობილის შეძენისას მყიდველი ცდილობს შედარებით ახალი და კარგად შენახული მანქანა შეარჩიოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს. რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილის ყიდვისას, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ? - ეს შეკითხვა ადვოკატ ირაკლი [...]

By | 2019-10-10T14:49:03+00:00 მაისი 20th, 2019|ბლოგი|0 Comments

რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

მემკვიდრეობის გამო ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირია. რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე და რატომ არის კანონის ცოდნა აუცილებელი, „ბიზნესპრესნიუსი“ ამ თემაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა. როდესაც ანდერძი არ არსებობს ირაკლი უტიაშვილი: თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს - დედას, მამას ან ახლობელს, ანდერძი არ [...]

By | 2019-10-10T14:49:33+00:00 აპრილი 23rd, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ ირღვევა საქართველოში დასაქმებულთა უფლებები

როდის ირღვევა დასაქმებულთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში და რა შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს. ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრა: - საქართველოში, როგორც კერძო, ასე საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უფლებები სახარბიელო სულაც არ არის. დღესდღეობით მდგომარეობა ასეთია: ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ხშირად აძლევენ თავს იმის ნებას, რომ დასაქმებულთა უფლებები დაარღვიონ. ყველაზე მეტად ასეთი ფაქტები რეორგანიზაციის [...]

By | 2019-10-10T15:13:59+00:00 იანვარი 23rd, 2019|ბლოგი|0 Comments

სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ოწინავე ქვეყნებში დაზღვევის სისტემა ძალიან კარგად არის განვითარებული. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული დაზღვევა გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანეს: ეს გახლავთ სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც მის მფლობელს 201 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ დაზღვევის მფლობელი ტექნოლოგიური ბიზნესით დაკავებული ამერიკელი მილიარდერია. სამწუხაროდ, მისი ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. დაზღვევის კულტურა თანდათან საქართველოშიც შემოდის, თუმცა ამ სფეროში უამრავი ხარვეზი შეიმჩნევა, [...]

By | 2019-10-10T15:10:51+00:00 დეკემბერი 22nd, 2018|ბლოგი|0 Comments

უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხები

გაუფორმებელი უძრავი ქონება ბევრჯერ გამხდარა მხარეთა შორის დავის საგანი, ამიტომ, ქონების რეგისტრაცია აუცილებელია. ეს პროცედურა მოქალაქეს უამრავი უსიამოვნებისგან იცავს, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ქონების რეგისტრაცია ძალიან გამარტივდა. უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება. ირაკლი უტიაშვილი: უძრავი ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრი ახორციელებს. ადამიანმა თავისი ქონება დროულად უნდა დაირეგისტრიროს, რომ საკუთრების უფლება მიენიჭოს [...]

By | 2025-10-15T14:33:39+00:00 ოქტომბერი 9th, 2018|ბლოგი|0 Comments

თაღლითური სქემები, რომლითაც ამხანაგობები კლიენტებს ატყუებენ

„ერთმა ამხანაგობამ ერთი ბინა სამჯერ გაყიდა, მისი კანონიერი მფლობელი კი - ჰაერში დატოვა“ ე.წ. ამხანაგობების მიერ მოტყუებულ ადამიანებზე ქართულ პრესაში ბევრჯერ დაბეჭდილა. ეს პრობლემა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ამხანაგობის საქმიანობას კანონი აწესრიგებს, წლების განმავლობაში მათ უამრავი ოჯახი დააზარალეს. როგორც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება: [...]

By | 2025-10-15T14:33:29+00:00 ივლისი 31st, 2018|ბლოგი|0 Comments