fbpx

როგორ უნდა მოვიპოვოთ საკუთრება მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაში თუ არ გაგვაჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

თუ თქვენ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაკავებული გაქვთ 2007 წლამდე,  სარგებლობთ ამ მიწის ნაკვეთით, მაშინ შეგიძლიათ მოიპოვით მასზე საკუთრების უფლება. ამისათვის საჭიროა დაინტერესებული პირი ორი პირობიდან ერთ-ერთ პირობას აკმაყოფილებდეს:

  • მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს თქვენს საკუთრებაში უკვე არსებული უძრავი ქონების (საკარმიდამო ან ცარიელი მიწის ნაკვეთის) მომიჯნავედ და დასაკანონებელი მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობზე. მაგალითად: თუ თქვენს საკუთრებაშია 1000 (ათასი) კვ.მ მიწა, მომიჯნავედ შეგიძლიათ დაიკანონოთ  არაუმეტეს 999 კვ. მიწის ფართი.

 

  • თუ მფლობელობაში არსებული დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს თქვენს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ და მდებარეობს განცალკევებით, მაშინ ასეთ მიწის ნაკვეთზე (დასაკანონებელზე) განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, შენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული).

ზემო აღნიშნული ერთ-ერთი პირობაც საკმარისია მიწაზე საკუთრების უფლების მისაღებად.

მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე  შეუძლია იურიდიულ პირსაც.

დაინტერესებულ პირებს  შეგიძლიათ მოგვმართოთ: მის: თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #9, ტელ:  599 85 23 03   ჩვენ დაგეხმარებით საკუთრების უფლების მოპოვებაში.

By | 2019-12-23T14:12:49+00:00 დეკემბერი 23rd, 2019|ბლოგი|0 Comments