fbpx

როგორ გავაუქმოთ მარტივად პატრულის ჯარიმა. საინტერესო რჩევა.

ვინც ავტომობილით მოძრაობს   ძნელად მოიპოვება ისეთი მძღოლი, რომელიც პატრულის ან სხვა უფლებამოსილი პოლიციელის დაჯარიმების მსხვერპლი არ გამხდარა. საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა ზოგჯერ საეჭვოა და მძღოლი ხშირად არ ეთანხმება  პატრულის მიერ დაწერილ ჯარიმას, მაგალითად ღერძულა ხაზის გადაკვეთასთან, არასწორ მანევრთან, გასწრებასთან, შუქნიშანზე წითელზე გავლასთან და სხვა დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ჯარიმდება.

დაჯარიმებულ პირს შეუძლია გაასაჩივრის ჯარიმა და მოითხოვოს მისი გაუქმება. საჩივრის განხილვის დროს მტკიცების ტვირტი  პოლიციას  ეკისრება, რაც ნიშნავს იმას, რომ  მათი ვალდებულებაა დაამტკიცონ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეს უნდა დამტკიცდეს უტყუარი მტკიცებულებით (ვიდეო ჩანაწერით ან სხვა) და მხოლოდ  პოლიციელის (პატრულის) და მისი  მეწყვილე კოლეგის  ჩვენება საკმარისი არ არის.

საჩივრის შეტანა შეგიძლიათ სასამართლოში თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიუხედავად იმისა სად მოხდა დაჯარიმება, მაგალითად: თუ დაჯარიმება მოხდა ქ. ქუთაისში, ხოლო  თქვენ ცხოვრობთ თბილისში, საჩივარი შეგიძლიათ შეიტანოთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. საჩივრის შეტანა უფასოა და შეგიძლიათ დაწეროთ ჩვეულებრივ სუფთა თაბახის ფურცელზე.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე არაერთ მოქალაქეს დავხმარებივართ საჩივრის მომზადებაში და ყველა მათგანმა მოიგო სასამართლო პროცესი ანუ გაუქმდა ჯარიმა.

დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ, ტელ: 599 85 23 03. ან მოგვწეროთ ამავე ვებ-გვერდზე, ან/და ელ ფოსტაზე: irakli.utiashvili@gmail.com

By | 2019-12-20T13:28:29+00:00 დეკემბერი 20th, 2019|ბლოგი|0 Comments