13.04.2018
„ნუ დაიდებთ ვალს, თუ ნამდვილად არა ხართ დარწმუნებული, რომ გაისტუმრებთ“ – ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, მაგრამ მის შესრულებას ყველა ვერ ახერხებს.
ადამიანები ვალს სიდუხჭირის, ავადმყოფობის და სხვა აუცილებელი მოთხოვნილებების გამო იღებენ, თუმცა არის ხალხი, რომელიც აღებულ თანხას ტოტალიზატორში, ან კაზინოში ხარჯავს. სწორედ ამიტომ, საქართველოში უამრავი ადამიანია, რომელიც კომერციული ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს წლობით ვერ ისტუმრებს, ზოგიერთ მათგანს ე.წ. ხანდაზმული სესხიც აქვს.
რა შემთხვევაში ჩაითვლება სესხი ხანდაზმულად და როგორ უნდა მოიქცეს მისი მფლობელი? – ამ პრობლემაზე ჩვენს მკითხველს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:
-როგორც წესი, ამ სამი წლის განმავლობაში ბანკები ჩივიან, ან როგორ შეიძლება კომერციულ ორგანიზაციას მხედველობიდან გამორჩეს კლიენტი, რომელსაც მისი ვალი აქვს?
-ცხადია, ნებისმიერი ბანკი ცდილობს სარჩელი 3 წლის გასვლამდე შეიტანოს, მაგრამ მათ ძალიან დიდი კლიენტურა ჰყავთ და შეიძლება რომელიმე მსესხებელი მხედველობიდან გამორჩეთ. გარდა ამისა, სასამართლოში სარჩელის შეტანა გარკვეული თანხა ღირს და ბანკს არ უღირს მცირე სესხის გამო ხარჯი გასწიოს, შეიძლება ბანკმა, ან სხვა კომერციულმა დაწესებულებამ რომელიღაც სესხი უპერსპექტივოდ მიიჩნიოს… მოკლედ, სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რის გამოც ხანდაზმული სესხები ჩნდება. ასეთი რამ ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, თანაც, უფრო ხშირად, მცირე სესხებზე. თუ კლიენტს 10-11 ათასი ლარი და უფრო მეტი აქვს ნასესხები, ბანკი ამ გამონაკლისს არ დაუშვებს.
-ეს წესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და კერძო პირებზეც ვრცელდება?
-ბატონო ირაკლი, ხომ შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა ამ წესით ისარგებლოს – გადახდის ვადა გაწელოს და ვალი არ დააბრუნოს?
-კიდევ რას ურჩევდით ხანდაზმული სესხის მფლობელებს?
-როდესაც „ხანდაზმულ“ სესხებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა ჩნდება: როგორ შეიძლება ასეთი სესხის „გაცოცხლება“?
-საინტერესოა, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეებს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში?
-და ბოლოს, „შავი სიიდან“ თუ ამოიღებენ პიროვნებას, რომელსაც ბანკმა სესხი ჩამოაწერა?