fbpx

About advokatiirakliutiashvili1956

This author has not yet filled in any details.
So far advokatiirakliutiashvili1956 has created 57 blog entries.

ფინანსური მაქინაციები, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით

თითოეული ჩვენგანი თაღლითობის მსხვერპლი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავხდეთ. მაქინაციებს, რომლითაც მოსახლეობა ტყუვდება, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ამ პრობლემაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება: ენდე, მაგრამ გადაამოწმე ხშირია შემთხვევა, როდესაც რეკლამებში უხარისხო და გამოუსადეგარ ნივთს აქებენ და ასაღებენ, როგორც საუკეთესოს და ხარისხიანს. ავიღოთ თუნდაც პარფიუმერული ნაწარმი, რომელსაც რეკლამის დამკვეთები თუ ავტორები ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. რომ წაიღო და [...]

By | 2025-10-15T14:33:04+00:00 აგვისტო 15th, 2017|ბლოგი|0 Comments

მარტოხელა დედები საქართველოში დახმარებას არ იღებენ

მარტოხელა დედები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სერიოზული პრივილეგიებით სარგებლობენ. სახელმწიფო ამ ადამიანებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს და ბავშვის აღზრდაშიც ეხმარება. საქართველოში კი, ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული და რთული სიტუაციაა: ჩვენთან მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება და შვილს მაინც აჩენს. ალბათ დაგვეთანხმებით - მსგავსი მიდგომა გასაკვირია ქვეყნისთვის, რომელიც მწვავე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე იმყოფება. კიდევ [...]

By | 2025-10-15T14:32:56+00:00 აგვისტო 1st, 2017|ბლოგი|0 Comments

იძულების წესით თანხის ამოღების მუქარა – ონლაინსაკრედიტო კომპანიების უკანონო გზავნილები

სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში გეზრდებათ დავალიანება და გემატებათ სასამართლო აღსრულების ხარჯი. ვადა დასაფარად 3 დღეა. ამის შემდეგ გააფრთხილეთ ოჯახის წევრები - იურიდიულ მისამართზე მოხდება იძულების წესით თანხის ამოღება პირადი ნივთებით“, - მსგავსი შინაარსის სმს-ს ონლაინსაკრედიტო კომპანიებისგან იღებს ყველა, ვინც ონლაინსესხს დროულად ვერ დაფარავს. როგორც წესი, ონლაინსესხები 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, მსესხებელი მის გადახდას [...]

By | 2025-10-15T14:32:51+00:00 ივლისი 7th, 2017|ბლოგი|0 Comments

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე

გირავნობის დროს შესაძლოა თანხის მფლობელიც დაზარალდეს და ბინის მესაკუთრეც. საქართველოს დიდ ქალაქებში, ყველაზე მეტად კი თბილისში, ბინის დაგირავებაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. როგორც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ამბობს, „გირავნობა“ სწორი ტერმინი არ არის - ეს იგივე იპოთეკაა, როდესაც ადამიანი ასესხებს თანხას და ამის სანაცვლოდ იტოვებს უფლებას, რომ მევალის საცხოვრებელ ბინაში იცხოვროს. - ეს საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა - [...]

By | 2025-10-15T14:32:44+00:00 ივნისი 27th, 2017|ბლოგი|0 Comments

როგორ არღვევენ დამსაქმებლები დასაქმებულთა უფლებებს

„თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, კანონით დაწესებული ნორმები მაინც უნდა დავიცვათ“ იმის თაობაზე, თუ როგორ, რა სქემით ირღვევა ადამიანის შრომითი უფლებები საქართველოში, ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება. მისი თქმით, ადვოკატებს ამგვარ დარღვევებთან ხშირად უწევთ შეხება. - მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და დიდწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. რა მდგომარეობაა ამ [...]

By | 2025-10-15T14:32:31+00:00 მაისი 23rd, 2016|ბლოგი|0 Comments

ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული გლეხები სამართლის ძიებაში

„გლეხებს დაუყადაღეს ქონება, ზოგიერთს კი - საცხოვრებელი სახლიც გაუყიდეს...“ წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ უშედეგო პროექტებს შორის ე.წ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა “ლიდერი” გახლდათ. პროგრამა 5 წლის წინ, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ წამოიწყო. 2011 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში ე. წ ,,პიონერის“ ჯიშის სიმინდის სათესლე მარცვალი შემოიტანეს, რომელიც დაახლოებით 30 000 ჰექტარზე უნდა დაეთესათ. ფერმერთა დაინტერესების მიზნით წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში [...]

By | 2025-10-15T14:32:25+00:00 აპრილი 27th, 2016|ბლოგი|0 Comments