საქართველოში ხშირია შემთხვეევები, როდესაც ფულის შოვნის მიზნით ესა თუ ის პირები სამშენებლო კომპანიას აფუძნებენ, ბინის იაფად აშენების პირობას იძლევიან, იზიდავენ კლიენტებს, წინასწარ ახდევინებენ ბინის ღირებულების დიდ ნაწილს, ხოლო შემდეგ კი ან საერთოდ აღარ ასრულებენ კორპუსის მშენებლობის ვალდებულებას ან თუ აშენებენ ნაცვლად მაგალითად 10 სართულისა, მოსაჩვენებლად მხოლოდ ორ-სამ სართული შეიძლება დადგან და თანხას ითვისებენ.
თუ შეღავათიანი ფასის გამო ბინის ყიდვა მშენებარე კორპუსში გადაწყვიტეთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ხომ არა აქვს მას ვალდებულებები სახელმწიფოსთან, ასევე კერძო იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ცნობილ და ძლიერ კომპანიებს. კარგად უნდა გაარკვიოთ, აქვს თუ არა კომპანიას აშენებული სხვა ობიექტები, ან რამდენად კმაყოფილები არიან მისი კლიენტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ენდოთ სამშენებლო კომპანიას და ბინის აშენება დაუკვეთოთ. ეს იქნება კერძო სახლი, თუ კორპუსის ბინა ⬇️
კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ, ტელ: 599 85 23 03. მის: თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #9. ჩვენს შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ-გვერდზე (myiuristi.eg)