fbpx

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. საქორწინო ხელშეკრულება.

ქორწინების წარმოშობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ანუ სამოქალაქო რეესტრში. თუ ქორწინება არ არის რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში მეუღლეა უფლება-მოვალეობები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქონებაზე თანასაკუთრება, ქონების გაყოფა და ა.შ, არ წარმოიშობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში არასრულწლოვანის ქორწინება დასაშვებია მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
ქორწინება არ დაიშვება თუ პირი რეგისტრირებულია უკვე ქორწინებაში სხვა პირთან, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება და მხოლოდ შემდეგ არის დასაშვები ახალი ქორწინების რეგისტარცია. ქორწინების შეწყვეტა (განქორწინება) ხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში თუ თანახმაა ორივე მეუღლე, ხოლო თუ ერთ-ერთი წინააღმდეგია, მაშინ განქორწინებისათვის სასამართლოს უნდა მიმართოთ.
რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომელ მეუღლეზე იქნება რეგისტრირებული. განქორწინებისას ასეთი ქონება შუაზე იყოფა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, რის მიხედვითაც მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
გარდა კანონისმიერი ქორწონებისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ქორწინებას საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ქორწინების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრში, თუმცა საქორწინო ხელშეკრულებით შეიძლება მეუღლეთა უფლება მოვალეობები (მათ შორის ქონების გაყოფის, შემოსავლებში მონაწილეობის მიღების, ფულადი აქტივების საკუთრების და სხვა) განსხვავებულად განისაზღვროს, ვიდრე კანონისმიერი ქორწინების შემთხვევაში. საქორწინო ხელშეკრულებას, რომ იურიდიული ძალა ჰქონდეს უნდა დაიდოს წერილობით და დამოწმდეს სანოტარო წესით.
უფრომეტი ინფორმაციის მიღებისა და კონსულტაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:599 85 23 03 ან მოგვწერეთ: irakli.utiashvili@gmail.com    ვებ საიტი: myiuristi.ge

By | 2019-12-04T17:01:38+00:00 ნოემბერი 29th, 2019|ბლოგი|0 Comments