ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ… 

ჩვენ არ  გამოვირჩევით სოციალური ქსელით აქტივობით და მოსამართლეებისადმი ბრალდებებით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად აშკარა მიკერძოებას და არაკვალიფიციურობას აქვს ხოლმე ადგილი, რომ გულგრილად ვერ გავატარებთ. არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლეების რაოდენობა თანდათან უფრო იზრდება, ნაცვლად იმისა რომ შემცირდეს. თავხედობის, დანაშაულის ზღვარზე გამოვლენილი მიკერძოება, კერძოდ, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ადგილი აქვს შემდეგ ფაქტს: ჩვეულებრივი სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე ფიზიკური პირის მოთხოვნით მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირს, იმავე საქმეზე, უძრავ ქონებაზე ყადაღა ჰქონდა დადებული, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე პაატა ნოზაძემ ყადაღა დაადო მოპასუხის პირად ანგარიშსაც ყველა ბანკში და გაუყინეს ხელფასი. პირად ანგარიშზე ყადაღის დადება ხდება უკიდურეს შემთვევვაში და ჩვეულებრივ პირობებში ყადაღის დადება პირად ანგარიშზე დაუშვებელია. საქმე იმაშია, რომ მოსარჩელე მუშაობს საგარეჯოს მაგისტრატ სასამართლოში, საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლო შედის სიღნაღის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში, საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლე ვინმე გ. ბ არის აგრეთვე მოსამართლე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რომელთანაც მოსარჩელეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ფიზიკური პირის პირად ანგარიშზე ყადაღის დადება არ ხდება თუ არ არის განსაკუთრებული საგამონაკლისო დასაბუთებული შემთხვევა.
მედია საშუალებების და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, იურისტებს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ჩემს ტელ ნომერზე 599 85 23 03,
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანს მოპასუხე საჩივარს და ,,სამართლიანი“ საბჭო იტყვის რომ მიკერძოება არ დასტურდება და მოსამართლემ კანონი ასე განმარტაო… უზენაეს სასამართლოს მიმართავს მოპასუხე, მაგრამ იქაც უშედეგოდ.

By | 2019-09-04T12:27:37+00:00 სექტემბერი 4th, 2019|სიახლეები|0 Comments