საერთაშორისო მხარდაჭერა, სამართლიანი სასამართლო. 

საერთაშორისო მხარდაჭერა, სამართლიანი სასამართლო.
,,ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისათვის და ამ მიზნით გასროლილი მართალი სიტყვის ხმა უფრო შორს გაისმება, ვიდრე განცხადებები, რომლებიც ემსახურება პოლიტიკურ ან/და პირადი კეთილდღეობის მიზნებს”
გერმანიის ელჩი ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ბატონი ჰუბერტ ქნირში მხარს უჭერს სასამართლო სისტემის გაძლიერებას და იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, აღნიშნულის შესახებ მან სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა. ეს გასაგებია, საერთაშორისო მხარდაჭერა კი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერა როდია საკმარისი, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამართლიანი სასამართლოს ჩაოყალიბებისათვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა თუ არ მოხდა კანდიდატთა მაღალი რეპუტაციის, კვალიფიციურობის და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, მაშინ სამართლიანი მართლმსაჯულება რა თქმა უნდა, განწირულია საქართველოში. ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისათვის და ამ მიზნით გასროლილი მართალი სიტყვის ხმა უფრო შორს გაისმება, ვიდრე განცხადებები, რომლებიც ემსახურება პოლიტიკურ ან/და პირადი კეთილდღეობის მიზნებს…

By | 2019-08-05T14:25:03+00:00 აგვისტო 5th, 2019|სიახლეები|0 Comments